Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 110

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 110. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს განიხილავენ ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს პლენარულ სხდომას წარუდგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს უმაღლესი საბჭო განიხილავს და იღებს სამი მოსმენით კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4.დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის ან ალტერნატიული წინადადების წარდგენა.

5.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის დამტკიცების მიზნით, უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება უმაღლესი საბჭოს მიერ ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ან/და კონსტიტუციური კანონი.

6.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვა ხდება კონსტიტუციური კანონის სახით უმაღლესი საბჭოს მიერ.

7.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიღებისა და ძალაში შესვლის პროცედურები განისაზღვრება ამ თავის შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს განიხილავენ ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების   საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს პლენარულ სხდომას წარუდგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს უმაღლესი საბჭო განიხილავს და იღებს სამი მოსმენით კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის ან ალტერნატიული წინადადების წარდგენა. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის დამტკიცების მიზნით, უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება უმაღლესი საბჭოს მიერ ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ან/და კონსტიტუციური კანონი. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვა ხდება კონსტიტუციური კანონის სახით უმაღლესი საბჭოს მიერ. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიღებისა და ძალაში შესვლის პროცედურები განისაზღვრება ამ თავის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 109შემდეგი მუხლი 111

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 109აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
  • 91კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 107უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 88აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
  • 87აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 28 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი
  • 19 (დანართი 1)კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 124აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება
  • 122საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება
  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28 (დ…19 (დ…2120¹88871110991107124122110
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026