მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში − ჯიში, რომელიც ჩამოყალიბებულია ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის ურთიერთშეწყობით − ხალხური სელექციით; ბ) გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე − საველე და ლაბორატორიული გამოცდების ერთობლიობა, რომელიც ტარდება ჯიშის ქვეყნის აგროკლიმატურ ზონაში ადაპტაციასა და ; გ) – ძირითადი ნიშან-თვისებების მცენარის ცნობილი ჯიშის ნიშან-თვისებებისგან განსხვავება. მცენარის ჯიში ცნობილად მიიჩნევა, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან ოფიციალურ კატალოგში, ჯიში აღწერილია და მის შესახებ მონაცემები გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან ჯიში გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვებისათვის მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან მისი გასავრცელებლად დაშვების მიზნით სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან ; დ) გასავრცელებლად დაშვებული ჯიში − სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ჯიში, რომელიც ეროვნულ კატალოგშია შეტანილი; ე) − მცენარე, რომლის გენური ნიშან-თვისებები შეიცვალა მოდიფიცირებული გენის ან სხვა ორგანიზმის გენის შეცვლის შედეგად, გენური ინჟინერიის მეთოდის გამოყენებით; ვ) – ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება, მცენარის გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით; ზ) – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი ჯიშების ჩამონათვალი; თ) − თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე ან/და მის თანმხლებ დოკუმენტზე; ი) − მცენარის ნაწილი, რომელიც მისი შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისთვის გამოიყენება; კ) − განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლადაა გამიზნული; ლ) − საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებას, აღწარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, რეალიზაციასა და მიკვლევადობას, ჯიშობრივი ნიშან-თვისებებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებით; მ) მცენარის ჯიში − ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში არსებული მცენარეთა ჯგუფი, რომელიც, მიუხედავად იმისა, სრულად აკმაყოფილებს თუ არა სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან განსხვავდება მითითებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად, მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით; ნ) − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ითვალისწინებს ჯიშების გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში მომსახურების გაწევას და რომელიც პასუხისმგებელია ამ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის; ო) − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საველე პირობებში თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი იდენტურობის, ჯიშობრივი სიწმინდის და დასარევლიანების ხარისხის დასადგენადაა გამიზნული; პ) − უფლებამოსილი პირი, რომელიც დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს სათესლე ნაკვეთების ინსპექტირებასა და აპრობაციას; ჟ) − თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დადგენა მათი მინდვრად, ნიადაგის სპეციალურ დანაყოფებზე თესვითა და რგვით და შესწავლით; რ) – მცენარე და მისი ვეგეტაციური ორგანოები, რომლებიც მცენარის გასამრავლებლადაა განკუთვნილი; ს) − მცენარეთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მცენარეთა რამდენიმე ჯიშს და კულტივირდება სურსათის, ტექნიკური ნედლეულისა და ცხოველთა საკვების მისაღებად, აგრეთვე დეკორატიული მიზნით; ტ) სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) − ეროვნულ კატალოგში შეტანილი ჯიშის სამეურნეო თვალსაზრისით სასარგებლო ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს ამ ჯიშისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს ერთი ან რამდენიმე ზონისათვის. აღნიშნული მონაცემები ფასდება ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეწყობა-კომპენსირების პრინციპით; უ) – მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ამ ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებები; ფ) − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯიშების თესლი და სარგავი მასალა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; ქ) სერტიფიცირების ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი; ღ) − ერთობლიობა, რომელიც თან ახლავს ეროვნულ კატალოგში შეტანილ ჯიშს; ყ) − ბიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც თესლი გარკვეულ ჯიშს მიეკუთვნება და რომელიც განისაზღვრება ჯიშობრივი მახასიათებლების ოფიციალური აღწერით, რომლებიც ვლინდება მოცემულ გენოტიპში ან გენოტიპთა კომბინაციაში; შ) ჯიშობრივი მახასიათებლები − მახასიათებლების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება თესლის ჯიშობრივი იდენტურობა, და ხარისხი; ჩ) ჯიშობრივი სიწმინდე − პოპულაციაში ჯიშის ან თესლისა და სარგავი მასალის წილი, რომელიც ჯიშის ოფიციალურ აღწერას შეესაბამება. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1646 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4434 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.
