Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიეტიკეტი
ლექსიკონი

ეტიკეტი

კანონში განსაზღვრული 5 განმარტება

წყაროები:ენერგოეტიკეტირების შესახებ · მუხლი 3სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი · მუხლი 2ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ · მუხლი 3ვაზისა და ღვინის შესახებ · მუხლი 3სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ · მუხლი 2

ენერგოეტიკეტირების შესახებ

მუხლი 3

ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის გრაფიკული დიაგრამა, რომელსაც აქვს დახურული სკალა ლათინური ასოებით − „A“-დან „G“-ის ჩათვლით, რომელთაგან თითოეული ასო ასახავს კლასს, ხოლო თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს, და რომელიც წარმოდგენილია 7 ფერით − მუქი მწვანიდან წითლამდე, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ, აგრეთვე სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ეტიკეტი, რომელზედაც მითითებულია ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი და შესაბამისი ფერები. თუ ტექნიკური მიზეზის გამო შეუძლებელია ენერგოეფექტურობის 7 კლასის განსაზღვრა, რომლებიც მომხმარებლისთვის ენერგიისა და შესაბამისი ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას ნიშნავს, ეტიკეტზე შეიძლება მითითებული იყოს ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი. ასეთ შემთხვევაში ეტიკეტზე ფერები მუქი მწვანიდან წითლამდე უნდა შენარჩუნდეს

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 2

სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ პროდუქტთან, მცენარეულ პროდუქტთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე, დაფასოებაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

მუხლი 3

ნებისმიერი დაბეჭდილი ან ამოტვიფრული იარლიყი, ტვიფარი, საფირმო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა გამოსახულება, რომელიც დაბეჭდილია ან მიკრულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტზე, საწოვრიან ბოთლზე, საწოვარაზე, სატყუარაზე ანდა მათ შესაფუთ მასალაზე

ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 3

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია, გრაფიკული გამოსახულება, რომელიც სამომხმარებლო ტარაზე არის მიკრული, დაბეჭდილი, ამოტვიფრული ან სხვაგვარად დამაგრებული

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

მუხლი 2

თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე ან/და მის თანმხლებ დოკუმენტზე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)