წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

მუხლი 6

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-4 და მე-15 მუხლებში აღნიშნულ პირებს და აღნიშნული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება, თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ მოწმობის ფორმა და შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ჟენევის კონვენციებითა და მათი პირველი დამატებითი ოქმის პირველი დანართით დადგენილ სტანდარტებს, მათ შორის, მოწმობაზე უნდა იყოს ფოტოსურათი და ბეჭედი ემბლემის გამოსახულებით. აღნიშნული პირები უფლებამოსილი არიან, ატარონ სამკლავური ემბლემის გამოსახულებით.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მოწმობებსა და სამკლავურებს აღრიცხავს და გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
311116112027473815548286
მითითებამნიშვნელობით ახლოსწითელი ჯვრის, წითელი ნ…საქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსიჩერნობილის ატომურ ელექ…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა