Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 31

იარაღის შესახებ

მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:სატყეო საქმესაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას/ვაზნას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით/ვაზნით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში. გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, აგრეთვე სასიგნალო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა.

1¹.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ და „გ 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, აგრეთვე სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ცეცხლსასროლი იარაღის ფიზიკური პირებისთვის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

1².ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, აქვს უფლება, მის საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული იარაღი შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით, დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2.იარაღის მესაკუთრე ვალდებულია: ა) ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები; დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა; ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციელის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის დაშვება და მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის მოთხოვნისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; კ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორ განოს; კ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე განახორციელოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება, შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ლ) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025
  2. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება (მუხლი 236)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნადირობის რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №86

  • 2 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 15 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 32იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
  • 19იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის შეძენის უფლება
  • 21იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა და სასიგნალო იარაღის ტარება

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 17იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
  • 8იარაღის მესაკუთრენი და იარაღით მოსარგებლენი
  • 10იარაღის ტარება და გამოყენება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 23იარაღის გამოყენების უფლება

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19213217810122315266015531
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებცეცხლსასროლი იარაღის შ…თავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026