წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება აქვთ: ა) საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურს მათი სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო ქვედანაყოფისა და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აღსანიშნავად. სასულიერო პირი, რომელიც ახლავს საქართველოს თავდაცვის ძალებს, სარგებლობს ისეთივე დაცვით, როგორითაც სარგებლობს საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი, და უფლებამოსილია იდენტიფიცირებულ იქნეს ემბლემით; ბ) სამედიცინო მომსახურების გამწევ სუბიექტებს, მათ შორის, საავადმყოფოს და სხვა სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებასა და სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც ევალებათ შეიარაღებული კონფლიქტის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს დაჭრილების, ავადმყოფების ან საზღვაო კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა ტრანსპორტირება ან მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა; გ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებასა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურის განკარგულებაში იმყოფებიან და უფლებამოსილი არიან, გამოიყენონ ემბლემა დამცავი ფუნქციით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2.საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება შეიძლება მიეცეთ სხვა ორგანიზაციების მოხალისე სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებასა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც მოწვეული არიან შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურებისთვის დახმარების გასაწევად შეიარაღებული კონფლიქტის მხარეების მიერ და შეიარაღებულ ძალებს ექვემდებარებიან.

3.ამ მუხლში აღნიშნული პირებისა და დაწესებულებების შესახებ  ინფორმაცია შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარეს მიეწოდება. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3597 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 21 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2321401518²34 (დ…82617²1621554
მნიშვნელობით ახლოსწითელი ჯვრის, წითელი ნ…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსიკერძო დაცვითი საქმიანო…დაცული ტერიტორიების სი…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა