სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 7 (დანართი 1). საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 აგვ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ექსპერტთა საბოლოო დასკვნის კომისიისთვის წარდგენიდან 30 დღის ვადაში კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

2.გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია უფლებამოსილია, ბენეფიციარს განუსაზღვროს 14-დღიანი  ვადა პატენტის გამოყენების ლიცენზიის გასაცემად სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანოს მიერ წარდგენილ ისეთ სათანადო განმცხადებელზე, რომელსაც გააჩნია სათანადო რესურსი, მოახდინოს პატენტის ეფექტური კომერციალიზაცია. ბენეფიციარის მიერ აღნიშნულ ვადაში ლიცენზიის გაუცემლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, თავად გასცეს ლიცენზია. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში როიალტს იღებს ბენეფიციარი. როიალტი შესაბამისობაში უნდა იყოს საბაზრო ფასთან.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენებაზე უარის თქმად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60224141¹10309¹¹205 (და…6 (და…10 (დ…767 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფოს მიერ დაფინ…ინოვაციების შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…პატენტით დაცული გამოგო…საექიმო საქმიანობის შე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა