სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1). საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების პროცედურის დაწყება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 აგვ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუკი კომისია იღებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების საფუძველს, კომისია 10 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს ბენეფიციარს ამ ინფორმაციის შესახებ და განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას წერილობითი მოსაზრებებისა და დამატებითი ინფორმაციის წარდგენისათვის. ამ ვადის გასვლის შემდეგ 30 დღის ვადაში კომისია იწყებს საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების პროცედურას ან ატყობინებს ბენეფიციარს, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ მოხდება პროცედურის დაწყება.

2.საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების პროცედურა იწყება კომისიის მიერ ბენეფიციარისთვის პროცედურის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. პროცედურის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინება ეგზავნება ასევე უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიურ ლიცენზიანტს, თუკი კომისიისთვის ცნობილია მათი არსებობის შესახებ. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დაზღვეული წერილის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას და უნდა შეიცავდეს პროცედურის დაწყების შესახებ  კომისიის არგუმენტაციას, განმარტავდეს ბენეფიციარის ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებს.

3.იმ შემთხვევაში, თუ პირს ვერ ბარდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეტყობინება, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების გზით. საჯარო გავრცელების შემთხვევაში კომისია აქვეყნებს შეტყობინების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ეხება პროცედურის დაწყებას და ბენეფიციარის ამ წესითა  და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებს. ბენეფიციარი უფლებამოსილია, საჯარო გავრცელების შემდეგ მოითხოვოს შეტყობინების სრული ტექსტი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4615204137407186 (და…7 (და…8 (და…245 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფოს მიერ დაფინ…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული მარეგულირებელ…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა