ინოვაციების შესახებ

მუხლი 20

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე მიღებული პატენტიდან ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული მოწმობიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა 1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე პატენტის ან/და სასარგებლო მოდელზე მოწმობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტის ან მოწმობის მფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და, თუ აღნიშნული პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს ლიცენზია: ა) თუ პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი გონივრულ ვადაში არ განახორციელებს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ, ეფექტიან ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გონივრულ ვადაში განხორციელება მოსალოდნელი არ არის; ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ეროვნული თავდაცვის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი ან მათი ლიცენზიატები ვერ აკმაყოფილებს (ვერ აკმაყოფილებენ).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისია დადგენილებით განსაზღვრული წესით. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2884 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹68⁵593110032191 (და…110 (დ…2420
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფოს მიერ დაფინ…საქართველოს საპატენტო …ინოვაციების შესახებსაქართველოს სამოქალაქო…პატენტით დაცული გამოგო…დიზაინის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა