სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 71. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას/საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას მათი მოსამსახურეების შრომითი ურთიერთობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა დამისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე შესაძლებელია მისი თანხმობით დაინიშნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

3.თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მუშაობს ამ სააგენტოში და მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2018 წლის 1 აგვისტოდან მუშაობას გააგრძელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში, მას ამ სისტემაში მუშაობის პერიოდში უნარჩუნდება 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, განურჩევლად მისი თანამდებობისა, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 სექ. 2025 – 1 თებ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 1 აგვ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  4. 6 ივლ. 2018 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
437²18³1211¹423312570365384¹71
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…არასამხედრო ალტერნატიუ…პოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…სახელმწიფო კომპენსაციი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა