Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო უსაფრთხოების შესახებმუხლი 70

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 70. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაცია და უფლებამონაცვლეობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

2.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკუთარი შემოსულობებისა და ამ შემოსულობების ფარგლებში აღებული ვალდებულებების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

4.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

5.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს აქტები ამ კანონს, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

6.2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

7.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ: ა) 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას; ბ) 2018 წლის 1 აგვისტომდე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) გადასცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

8.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკუთარი შემოსულობებისა და ამ შემოსულობების ფარგლებში აღებული ვალდებულებების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს აქტები ამ კანონს, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 6. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ: ა) 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას; ბ) 2018 წლის 1 აგვისტომდე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) გადასცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. 8. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. მუხლი 71. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას/საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას მათი მოსამსახურეების შრომითი ურთიერთობა 1. ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა დამისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე შესაძლებელია მისი თანხმობით დაინიშნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. 3. თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მუშაობს ამ სააგენტოში და მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2018 წლის 1 აგვისტოდან მუშაობას გააგრძელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში, მას ამ სისტემაში მუშაობის პერიოდში უნარჩუნდება 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, განურჩევლად მისი თანამდებობისა, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება. მუხლი 71 1 . საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისთვის დანამატის დაანგარიშების საგამონაკლისო წესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისთვის დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4100 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 სექ. 2025 – 1 თებ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 1 აგვ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  4. 1 თებ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

    70-ე მუხლის მე-6 პუნქტში სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვადა 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე გადაიწია და სამსახურის ნაცვლად ვალდებული ორგანოა სამინისტრო.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 69შემდეგი მუხლი 71

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2018
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 71საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას/საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას მათი მოსამსახურეების შრომითი ურთიერთობა
  • 36საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი
  • 39საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციები

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 4საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

პროკურატურის შესახებ

  • 84¹სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება, მათი შედეგები და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 18³საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 18¹სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 21²

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 12გარდამავალი დებულებები

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 35

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 32საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35418³18¹21²1271363984¹143270
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…პროკურატურის შესახებარასამხედრო ალტერნატიუ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026