Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 84¹

პროკურატურის შესახებ

მუხლი 84¹. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება, მათი შედეგები და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2025 წლის 14 მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან გენერალურმა პროკურორმა დანიშნოს საქართველოს პროკურატურაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი გენერალურ პროკურორს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2025 წლის 1 ივლისიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. მას 2025 წლის 1 ივლისიდან კანონის შესაბამისად მიეცემა კომპენსაცია 3 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებმა წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან სტაჟირების გავლა გააგრძელონ საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომელზე, რომელიც საქართველოს პროკურატურაში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან სტაჟიორის თანამდებობაზე დაინიშნება, არ გავრცელდეს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატისთვის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების 10-წლიანი ვადა.

2.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის 2025 წლის 1 ივლისიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივლისიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების,  მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის ერთი ნაწილის პირდაპირ გადაცემა საქართველოს პროკურატურისთვის, ხოლო მეორე ნაწილისა − შესაბამისი სამსახურისთვის. გენერალური პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არაუმეტეს იმავე კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

3.სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დადებული კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისიდან. ასეთი გარიგების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების წესი კანონის შესაბამისად დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

4.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ არსებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები გაგრძელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.გენერალურმა პროკურორმა 2025 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობისა და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა.

6.გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს მიმდინარე და დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეთა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით განაწილება.

7.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა 2025 წელს ფინანსდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00). საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისი სამსახურისთვის მიზნობრივი განაწილება.

8.შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. თავი XXIII დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 19 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 84შემდეგი მუხლი 85

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 25 ივნ. 2025

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 85დასკვნითი დებულებანი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 70საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაცია და უფლებამონაცვლეობა
  • 71საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას/საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას მათი მოსამსახურეების შრომითი ურთიერთობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 35სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად
  • 10სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • 2
  • 2¹2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები
  • 7სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 6სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
  • 8სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

პოლიციის შესახებ

  • 39¹სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიციელის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6811739¹351070718522¹84¹
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…პროკურატურის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…სახელმწიფო დაცვის სპეც…სახელმწიფო სპეციალური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026