Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიმუხლი 112

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 112. მშენებლობის ახალი ნებართვა, მშენებლობის ნებართვის გაცემა უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, მშენებლობის ნებართვის მფლობელმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს.

2.თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ განცხადებას უნდა დაერთოს დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის გრაფიკი, ინფორმაცია მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის შესახებ, სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში − შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი (ქვითარი), არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით გასცემს მშენებლობის ნებართვას.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საექსპერტო დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის თაობაზე და არსებული შენობის აზომვითი ნახაზები ან არქიტექტურული პროექტი.

5.მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია, თუ პირი ითხოვს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას და სამშენებლო ობიექტზე არ განხორციელებულა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წარუდგენს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართვას მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. ამ მიმართვას უნდა დაერთოს დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის გრაფიკი და ინფორმაცია ამ გრაფიკის შესაბამისად მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის შესახებ. ამ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება შეიტანება მშენებლობის ნებართვაში.

7.სამშენებლო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. შენიშვნა:

1.თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის განხორციელების ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების/რეაბილიტაციის განხორციელების შემთხვევაში გავიდა მშენებლობის ნებართვის/კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების/რეაბილიტაციის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა/რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები ან განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე დამრღვევს განუსაზღვრავს 90-დღიან ვადას სათანადო თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა ამ ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა შესაბამისი განცხადება და აღნიშნულ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

2.ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის სათანადო თანხმობის/ნებართვის თაობაზე განცხადების წარდგენისას არ მოითხოვება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

3.ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში: ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ კვლევით სამუშაოებზე, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ისეთ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის (შენობა-ნაგებობის) ან მისი ნაწილის გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილებას არაუმეტეს 10 კვადრატული მეტრისა; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ I კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებსა და მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება; გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობაზე, თუ ახალი შენობა-ნაგებობის ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება.

4.ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მშენებლობაზე (ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე ან/და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობაზე), რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4279 – ვებგვერდი, 27.06.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1821 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 მაი. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 ოქტ. 2022 – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 6 აპრ. 2020 – 1 ოქტ. 2022 ტექსტი უცნობია

  4. 13 აგვ. 2018 – 6 აპრ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ივნ. 2026

    112-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა და პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და დამცავ ზონაში განხორციელებულ სამუშაოებს (10 კვ.მ-ის ზღვრით). დაემატა მე-4 ნაწილი, რომლითაც მერიისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის გარკვეულ მშენებლობებზე მე-3 ნაწილის შეზღუდვა არ ვრცელდება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 111შემდეგი მუხლი 113

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 111მშენებლობის ნებართვის ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
  • 48ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესში მშენებლობის ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა
  • 60ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების არეალში მშენებლობის ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 48სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა
  • 42მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება; მშენებლობის ნებართვა
  • 51მშენებლობის ნებართვის გაცემა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 29ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 32ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 26⁴მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 14

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2923223226⁴141114860484251112
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…სამეწარმეო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…სამხედრო და ორმაგი დან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026