Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 51

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 51. მშენებლობის ნებართვის გაცემა

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2.ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

3.შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, შენობა-ნაგებობის მზიდი ელემენტებისა და ქსელების რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დო-კუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

4.ამ დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც აქვთ შემდეგი მახასიათებლები მშენებლობა წარმოებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. აღნიშნული მახასიათებლებია: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა; ე) ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი); ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს); ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები; ი) გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (დაბალი წნევის) გაზსადენი; კ) წყალსადენი 10 ატმოსფერომდე, 500 მმ-მდე დიამეტრით; ლ) წყალარინების მილი დიამეტრით 600 მმ-მდე დიამეტრით; მ) ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი/გასასვლელი. ნ) 1-20 კვ-მდე ელექტროგადამცემი ხაზი; ო) 1 კვ-მდე ელექტროგადამცმი ხაზი; პ) ლანდშაფტური მშენებლობა; ჟ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; რ) ბანკომატის განთავსება; ს) საჩრდილობლის მოწყობა; ტ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; უ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა; ფ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება; ქ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა; ღ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა; ყ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა; შ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა; ჩ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება; ც) აბრებისა და რეკლამების განთავსება; ძ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; ჭ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს შემდეგი წესით: ა) მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, წერილობითი დადასტურების საფუძველზე. მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ბ) მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს სააგენტოს. გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „დ“ და „ვ“ – „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია: გ.ა) განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.გ) განცხადებას ასევე უნდა დაერთოს: გ.გ.ა) შენობა-ნაგებობის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; გ.გ.ბ) „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი, ხოლო თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება 50 მ ​ 2 -ს და შენობა ამავდროულად არ ექცევა 33 ​ 1 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ ესკიზური ნახაზის ნაცვლად განცხადებას უნდა დაერთოს არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა/პროექტი, ასევე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნაც. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება 50 მ ​ 2 -ს და შენობა ამავდროულად ექცევა 33 ​ 1 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება; შენიშვნა : სასარგებლო ფართობი განმარტებული უნდა იქნეს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; დ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს: დ.ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში _ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა; დ.ბ) ელექტრონულ ფორმატში შესრულებული კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტი; დ.გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით. ე). გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა დაურთოს: ე.ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ე.ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; ე.გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი. ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ 2 -მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას: ვ.ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; ვ.ბ) „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი. ზ) ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს: ზ.ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე; ზ.ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონსტრუქციების პროექტი; ზ.გ) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეთა ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა. თ) ლანდშაფტური მშენებლობისას განცხადებას თან უნდა დაერთოს: თ.ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ.ბ) ხე-ნარგავების ინვენტარიზაციის გეგმა (განმარტებითი ბარათით და ხე-ნარგავების აღწერის მონაცემთა ცხრილით); თ.გ) დენდროპროექტი; თ.დ) ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ლანდშაფტის კეთილმოწყობის გეგმა (მასშტაბი 1:2000). ი) სააგენტო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. კ) თუ ხუთი დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. ლ) ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. მ) უნებართვო მშენებლობად არ ჩაითვლება მშენებლობის/მონტაჟის განხორციელება ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დარღვევით, თუ სააგენტო წერილობით დაადასტურებს დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას.

6.ამ დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც აქვთ შემდეგი მახასიათებლები მშენებლობა წარმოებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. აღნიშნული მახასიათებლებია: ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-მდე ფართობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ2-მდე ფართობის), 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 60 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 7 მ-ისა; ე) 1000 მ3-მდე მოცულობის წყალსაცავი; ვ) თხევადი ნივთიერების საცავი/ტერმინალი ავზების ჯამური მოცულობით 100 მ3-მდე; ზ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია; თ) მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული დროებითი შენობა ან/და ნაგებობა.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს შემდეგი წესით: ა) შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ბ) შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე. გ) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემისა და დამატებით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების საფუძველზე იმ შემთხვევაში, როდესაც რეკონსტრუქცია იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას. დ) შენობა-ნაგებობის მზიდი ელემენტებისა და ლოკალური საერთო სარგებლობის ქსელების რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე. ე) ექსტერიერის რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის საფუძველზე. ვ) შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის დადგენილება №353 - ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №550 - ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 20 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მაი. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 11 ივნ. 2022 – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2025
  2. 30 ივნ. 2022· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2021

    51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტი შეივსო წესით, რომელიც 50 მ²-ზე მეტი სასარგებლო ფართობის შენობაზე ესკიზური ნახაზის ნაცვლად პროექტისა და საექსპერტო დასკვნის დართვას ითვალისწინებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №30

  • 2 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 50

მიუთითებენ მასზე

მუხლი 52მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 21სამშენებლო საქმიანობის სახეები, რაზეც გაიცემა მშენებლობის ნებართვა
  • 48სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა
  • 38მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 112მშენებლობის ახალი ნებართვა, მშენებლობის ნებართვის გაცემა უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა
  • 101¹მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 106მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

  • 2ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 19 (დანართი 1)სხვა ობიექტები და სივრცეები
  • 38 (დანართი 1)განაშენიანების სიმაღლე
  • 21 (დანართი 1)მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა არსებული განაშენიანების შესაბამისად

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 26⁴მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰26⁴112101¹10625052721483819 (დ…38 (დ…21 (დ…51
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…სანებართვო დოკუმენტაცი…ტერიტორიების გამოყენებ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026