Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიმუხლი 128

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 128. მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების, უწყებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის, მითითებით განსაზღვრული ვად

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴1⁵2345678

1.სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

1¹.სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე, სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება: ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

1².ამ მუხლის 1 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებისას მასზე უნდა მიეთითოს მისი განთავსების თარიღი, რაც დადასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენით.

1³.ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სათაური და სარეზოლუციო ნაწილი. ამ ინფორმაციის აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებისას უნდა მიეთითოს მისი განთავსების თარიღი. ეს ინფორმაცია გონივრული ვადით უნდა იქნეს შენახული.

1⁴.თუ ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის/პირებისთვის გაცნობის მიზნით შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო ორგანო აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს როგორც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე, ისე მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის გაცნობილად ჩაითვლება ამ გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე ან  მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. თუ აღნიშნული გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების დრო და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების დრო ერთმანეთს არ ემთხვევა, გადაწყვეტილების ჩაბარების 7-დღიანი ვადის ათვლა იწყება უფრო გვიანდელი განთავსებიდან.

1⁵.თუ ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ  საჩივარში მითითებულია საჩივრის ავტორის ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, შესაძლებელია, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამის პირს/პირებს ტელეფონის ნომერზე გაეგზავნოს/გაეგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება სათანადო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ან/და ელექტრონული ფოსტით გაეგზავნოს/გაეგზავნოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ ნაწილის შესაბამისად ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტით შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა გადაწყვეტილების გაცნობად არ ჩაითვლება.

2.ამ მუხლის პირველი და 1 1 ნაწილების მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.

3.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

4.ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ მოქმედებას.

5.მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება მშენებლობის ნებართვის გარეშე ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წარმოების დაწყებიდან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 3 თვისა.

6.(ამოღებულია - 20.12.2019, №5693) .

7.(ამოღებულია - 20.12.2019, №5693) .

8.ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებს, იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და მისი გასაჩივრების ვადას. აღნიშნული დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1520 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.

წინა მუხლი 127შემდეგი მუხლი 129

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 124სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მითითების გაცემა და შემოწმების აქტის შედგენა
  • 125დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ
  • 101¹მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 25სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 13სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 116საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება
  • 77განცხადების შეტანა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 272ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი
  • 268²ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი
  • 276ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 36განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11677272268²27613257¹124125101¹36128
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…ტექნიკური საფრთხის კონ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026