Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 268²

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 268². ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ მუნიციპალიტეტის სათანადო უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს გადასცემს (აბარებს) ან უგზავნის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, გზავნილის  მიმტანი უფლებამოსილი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს, რაც მის ჩაბარებად მიიჩნევა.

3.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილება (მისი ასლი) ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სათანადო უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

4.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესსა და პირობებს ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1286 – ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №610 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 19 დეკ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 268¹შემდეგი მუხლი 268³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 271ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების უფლება
  • 268¹ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/შეტყობინების ჩაბარების წესი
  • 272ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 201ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით
  • 182ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმ ა
  • 178ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 29ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 21გასაჩივრების წესი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 128მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების, უწყებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის, მითითებით განსაზღვრული ვად

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
201182178271268¹2727 (და…12821263029268²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ზოგადი ადმ…მეზღვაურთა შრომის შესა…სამრეწველო ემისიების შ…შრომის ინსპექციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026