Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებმუხლი 7 (დანართი 1)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 7 (დანართი 1)

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3) და დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4) აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით, გარდა დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რა დროსაც ჯვარედინად მოინიშნება ის გრაფა, რომელშიც მითითებულია ის ნორმატიული აქტი, რომლითაც იხელმძღვანელა დადგენილების გამომტანმა თანამდებობის პირმა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი და სამართალდამრღვევი, თარიღის მითითებით, ხოლო თუ დადგენილების ასლი იგზავნება ფოსტის საშუალებით, კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №6)“ და ელექტრონულ  დადგენილებაში „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის ) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა (სამართალდარღვევის არსი); დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (არსებობის შემთხვევაში); დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ დადგენილებაზე თანდართული დოკუმენტები); დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.

5.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ „ელექტრონულ დადგენილებაში საურავის დარიცხვის შესახებ (დანართი №8)“ აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ნომერი და თარიღი, რომლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის გამოც უნდა მოხდეს საურავის დაკისრება; საურავის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებას; დაკისრებული საურავის ოდენობა; დადგენილების გამომტანის ხელმოწერა.

6.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე „ელექტრონული გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით (დანართი №9)“ აღინიშნება: გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომელმაც საჩივარი შემოიტანა დეპარტამენტში; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე (მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; იმ საჯარიმო ქვითრის/დადგენილების მონაცემები, რომელზედაც შემოტანილია საჩივარი; გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი; დანართები (სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე თანდართული დოკუმენტები); გადაწყვეტილების გამომტანის ხელმოწერა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №2-665 - ვებგვერდი, 16.08.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 4 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 7¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2026 · №6

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 266ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება
  • 267დადგენილებათა სახეები
  • 278საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43²ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90⁸ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა
  • 90⁷ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 55ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 30ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 60საქმის წარმოებისას გამოსარკვევი გარემოებები და ადმინისტრაციული სახდელის დადება

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

  • 3

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90⁸90⁷2662672785535 (და…43²2630607 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ფულის გათეთრებისა და ტ…სააღსრულებო წარმოებათა…გარემოსდაცვითი პასუხის…პერსონალურ მონაცემთა დ…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2026 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026