საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 24. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანები, მისი შემუშავება და შემადგენლობა

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმა აკონკრეტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმას შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში.

2.ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის ფიზიკური გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვედა დონეზე სივრცის დაგეგმარების კოორდინირებულად განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა.

3.მუნიციპალიტეტის ჰარმონიზებული განვითარების უზრუნველსაყოფად ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმაში შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული უნდა იქნეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტების სივრცით განვითარებასთან დაკავშირებული ინტერესები ან/და მოქმედი სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მოთხოვნები.

4.ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმა, სივრცის დაგეგმვის საჭიროების შესაბამისად, განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების ძირითად ასპექტებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის მე-16 მუხლით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7011 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმა აკონკრეტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმას შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. 2. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის ფიზიკური გარემოს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვედა დონეზე სივრცის დაგეგმარების კოორდინირებულად განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობების შექმნა. 3. მუნიციპალიტეტის ჰარმონიზებული განვითარების უზრუნველსაყოფად ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმაში შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული უნდა იქნეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტების სივრცით განვითარებასთან დაკავშირებული ინტერესები ან/და მოქმედი სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მოთხოვნები. 4. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების გეგმა, სივრცის დაგეგმვის საჭიროების შესაბამისად, განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების ძირითად ასპექტებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის მე-16 მუხლით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7011 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
613151595161¹51615264191524
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…დაცული ტერიტორიების სი…საავტომობილო გზების შე…ეროვნული სივრცითი მონა…საქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა