საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 16. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემადგენლობა

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) განსახლების (დასახლებული და დაუსახლებელი ტერიტორიების) არსებულ და პერსპექტიულ სტრუქტურას, განსახლების სხვადასხვა დონის ცენტრების იერარქიას, დემოგრაფიის, ურბანიზაციისა და დეცენტრალიზაციის ასპექტებს; ბ) სივრცით კატეგორიებს (დასახლებული ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორია, ბუნებრივი ლანდშაფტი, სხვა ტერიტორია); გ) განვითარების ცენტრების სისტემას; დ) დასაქმების ადგილებს, საცხოვრებლის ინტენსიური განვითარების ადგილებს, სუსტად განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს; ე) დაუსახლებელი ტერიტორიების დაცვის, მათი ფუნქციების შენარჩუნებისა და განვითარების ღონისძიებებს; ვ) დაუსახლებელ ტერიტორიებზე წიაღისეულის მოპოვების ადგილებს; ზ) წყლის ობიექტებს და წყალშემკრებ ტერიტორიებს; თ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებს; ი) ტყის მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს; კ) დაცული ტერიტორიების სისტემას; ლ) სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საკურორტო ტერიტორიებს; მ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტერიტორიებს; ნ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს; ო) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად გეგმარებით ღერძებს; პ) ენერგეტიკულ ობიექტებს; ჟ) საწარმოო პოტენციალის მქონე ტერიტორიებს; რ) ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მისაღებ ძირითად ზომებს, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიების შენარჩუნებას; ს) თავდაცვის მიზნებისათვის განკუთვნილ ტერიტორიებს.

2.სივრცის დაგეგმარების საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებელ განსაკუთრებულ ტერიტორიებს, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ, ეკონომიკურ და ტურისტულ ზონებს.

3.საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა უნდა მოიცავდეს აგრეთვე ლანდშაფტის დაცვის, გაუმჯობესებისა და განვითარების ღონისძიებებს.

4.თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები გეგმაში დამოუკიდებლადაა განსაზღვრული, მოქმედებს ამ კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი წესები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1311515672429398422 (დ…28 (დ…29 (დ…9216
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…დაცული ტერიტორიების სი…ტერიტორიების გამოყენებ…გარემოს დაცვის შესახებკანონი საქართველოს საბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა