Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 95

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 95. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.

2.ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენას კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.

3.ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტამდე გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

4.ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციაზე დასკვნას არა უგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

5.ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის: გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს; გ.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს; გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ; დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით; ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

6.ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 25 ივლისისა იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა). საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ. 2. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენას კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო. 3. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტამდე გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციაზე დასკვნას არა უგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 5. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის: გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს; გ.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს; გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ; დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით; ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს. 6. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 25 ივლისისა იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა). საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 დეკ. 2011 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 94შემდეგი მუხლი 96

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №69

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 76მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი
  • 100ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა
  • 99საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 19ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი
  • 28რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა
  • 26საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 97რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
  • 96აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 119რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
  • 118აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 38

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 13აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9876100999796119118133819282695
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №69 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026