1.პროდუქტზე ნიშანდება უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.ნიშანდება დაიტანება იმ სამშენებლო პროდუქტებზე, რომლებზეც მწარმოებლის მიერ შედგენილია სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია, ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად. ნიშანდების დატანით მწარმოებელი აღიარებს სამშენებლო პროდუქტის შესაბამისობას მის მიერ დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებთან ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან და ნიშანდებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის მოთხოვნებთან.

