1.ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაცია სამშენებლო პროდუქტზე ან მის ეტიკეტზე დატანილი უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. თუ აღნიშნული ინფორმაციის დატანა უშუალოდ პროდუქტზე შეუძლებელია სამშენებლო პროდუქტის თავისებურების გამო, აღნიშნული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს თანდართულ დოკუმენტაციაზე ან სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე.
2.პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის რეგისტრირებული სახელი და მისამართი ან შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მწარმოებლის სახელისა და მისამართის ადვილად იდენტიფიცირება.
3.ამ მუხლში აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს: ა) პროდუქტის ტიპის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარირებული დონისა და კლასის შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) გამოყენებული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია; ე) შესაბამის შემთხვევებში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო კოდი; ვ) გამოყენებული სტანდარტებით გათვალისწინებული გამოყენების დანიშნულება.
4.იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პროდუქტზე დატანა, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.
5.ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს სამშენებლო პროდუქტზე ბაზარზე განთავსებამდე. პროდუქტზე ასევე შესაძლოა, დატანილ იქნეს პიქტოგრამა ან სხვა მკაფიო ნიშანი სპეციფიკური გამოყენების ან რისკების შესახებ, რომელიც შესაძლოა, გამოწვეულ იქნეს სამშენებლო პროდუქტის მიერ.
6.ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №492 – ვებგვერდი, 10.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №754 – ვებგვერდი, 22.12.2020წ. თავი III ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებები

