სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 7 (დანართი 1). სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის წარდგენა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბაზარზე  განთავსებული  სამშენებლო  პროდუქტის  თვისებების  დეკლარაცია  წარდგენილი უნდა  იქნეს  მატერიალური  ან/და  ელექტრონული  ფორმით.  იმ  შემთხვევაში,  თუ პროდუქტის  დიდი რაოდენობა  მიეწოდება  ერთ  მომხმარებელს,  შესაძლოა, წარდგენილ  იქნეს  სამშენებლო  პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ერთი ეგზემპლარი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

2.შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მომხარებელს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია გადასცეს მატერიალური ფორმით.

3.სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესაძლოა განთავსდეს მის შესაბამის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ვებგვერდზე განთავსებული უნდა იყოს, სულ მცირე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.

4.სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შედგენილი/ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №156 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
626⁴13⁵89101¹10 (დ…26 (დ…4 (და…6 (და…5 (და…453629947 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…სამშენებლო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა