სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 5 (დანართი 1). სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შედგენის ვალდებულებიდან გამონაკლისები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მწარმოებელი უფლებამოსილია არ შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ინდივიდუალურად ან შეკვეთის საფუძველზე, არასერიული წარმოების გზით, მწარმოებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სამშენებლო ობიექტში გამოყენების მიზნით, ასეთ შემთხვევაში მწარმოებელი პასუხისმგებელია პროდუქტის სამშენებლო ობიექტში უსაფრთხო გამოყენებაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობის ქვეშ; ბ) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია მშენებლობის ადგილზე მისი ამავე სამშენებლო ობიექტზე გამოყენების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებითა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ფარგლებში; გ) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ტრადიციული მეთოდით ან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით, ასევე დაცული ტერიტორიის ან განსაკუთრებული არქიტექტურული ან/და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტის განახლების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილება №292 - ვებგვერდი, 21.06.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 21 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
625³ (…8995934 (და…7 (და…6 (და…274860875 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…სამშენებლო საქმიანობის…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა