სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4 (დანართი 1). სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ   სამშენებლო   პროდუქტი   შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის 1 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, მწარმოებელი ვალდებულია, ასეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე და იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის შეადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია.

2.თუ სამშენებლო პროდუქტი დაფარულია ამ ტექნიკური რეგლამენტის 1 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტებით, სამშენებლო პროდუქტის ძირითად მახასიათებლებთან დაკავშირებული თვისებების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა მიწოდებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თვისებები დეკლარირებულია სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში, გარდა ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი პასუხისმგებლობას იღებს სამშენებლო პროდუქტის დეკლარირებულ თვისებებზე. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №754 – ვებგვერდი, 22.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №156 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
612311989957 (და…5 (და…6 (და…45364 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…სამშენებლო საქმიანობის…საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…პროდუქტის უსაფრთხოების…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა