პროკურატურის შესახებ

მუხლი 71. პროკურატურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურისათვის განკუთვნილი ასიგნებების შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ გენერალური პროკურორის წინასწარი თანხმობით.

3.პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

4.სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5.საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების გარდა, პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება დარეგულირდეს გენერალური პროკურორის შესაბამისი აქტით. თავი XIX პროკურატურის ქონება და შესყიდვები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურისათვის განკუთვნილი ასიგნებების შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ გენერალური პროკურორის წინასწარი თანხმობით. 3. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად. 4. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების გარდა, პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება დარეგულირდეს გენერალური პროკურორის შესაბამისი აქტით. თავი XIX პროკურატურის ქონება და შესყიდვები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
139189167439317370722971
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო პროკურატურის …პროკურატურის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …საჯარო სამართლის იურიდ…საერთო სასამართლოების …სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა