2.სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით.
3.სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
5.სამინისტრო ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
