Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებმუხლი 20¹

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 20¹. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 22 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

2.მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეებს, (ამ კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს); ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ვ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ, პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში; თ) ასრულებს მისთვის საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებებით და სამინისტროს დებულებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

3.მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

4.თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.

5.მინისტრი პასუხისმგებელია შესაბამისი ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.მინისტრი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს. მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 მარტის კანონი №08-ს - ვებგვერდი, 03.04.2025 წ.

რედაქციების შედარება

2. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებშიფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეებს, (ამ კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მმართველობის სფეროში მოქმედიგათ­ვა­­ლისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს);მოხელეებს, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ვ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ, პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში; თ) ასრულებს მისთვის საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებებით და სამინისტროს დებულებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 4. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე. 5. მინისტრი პასუხისმგებელია შესაბამისი ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. მინისტრი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს. მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 მარტის კანონი №08-ს - ვებგვერდი, 03.04.2025 წ.

წინა მუხლი 19¹შემდეგი მუხლი 21¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-22 · №7

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 8¹მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
  • 24¹განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეიძლება შემოღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობა.
  • 18¹სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 22¹სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
  • 9¹მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 20—
  • 32—
  • 8—

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 3სამინისტროს ხელმძღვანელობა

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 16მინისტრის, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელის კომპეტენცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 13სამსახურის ხელმძღვანელობა

თავდაცვის კოდექსი

  • 9სამინისტრო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
203283131622¹9¹8¹24¹18¹920¹
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…აღმასრულებელი ხელისუფლ…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 22 ივლ. 2026