ა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე; ბ) უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას; გ) მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას; დ) უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას .
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო. თავი IV მთავრობის ხელმძღვანელობა
