აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 18. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

რედაქცია №17კონსოლიდირებული · 11 თებ. 2004

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მინისტრის უფლებამოსილება წყდება: ა) მისი გადადგომისას; ბ) მისი გარდაცვალებისას; გ) თუ თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის აქტის საფუძველზე; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) თუ მთავრობის შემადგენლობამ მოიხსნა უფლებამოსილება; ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2.მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მინისტრს შეუძლია გადადგეს, თუ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი პრინციპული უთანხმოება, საჯარო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს, აგრეთვე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობისას, რომელიც ხელს უშლის თანამდებობრივ უფლებამოსილებათა აღსრულებას.

3.გადადგომაზე ან გადადგომაზე მოტივირებული უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში მინისტრი ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამავე დროს ის ინარჩუნებს უფლებას, გათავისუფლდეს სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.მინისტრის გადადგომა იწვევს ამ კანონით და საჯარო სამსახურის კანონით გათვალისწინებულ შედეგებს. თავი III მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 სექ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
229233¹25 (დ…24118211022918
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს განათლების…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს რესპუბლიკი…