საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 15. მოსამსახურის სამუშაო ადგილის განსაზღვრა და სამსახურებრივი გადაადგილება ( მივლენა ) ტერიტორიულად სხვა ადგილზე

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.

2.მოსამსახურის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სამსახურებრივი გადაადგილება (მივლენა) ტერიტორიულად სხვა ადგილზე ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით: ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ/ტერიტორიულ დანაყოფში არაუმეტეს 6 თვისა მასზე დაკისრებული ფუნქციების იდენტური ფუნქციების შესასრულებლად; ბ) ტერიტორიულად იმავე ან სხვა ადგილას, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა, თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის.

3.მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან თუ მისი შესრულება შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით.

4.აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით შეიძლება დარეგულირდეს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებიც.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455815
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა