საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 20. სპეციალური კონკურსი

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსი ტარდება მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის. სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

2.სპეციალური კონკურსის საფუძველზე შესაძლებელია პირი დაინიშნოს საჯარო მოსამსახურედ/სამოქალაქო პირად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე.

2¹.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა (კანდიდატმა) უნდა გაიაროს შემოწმება. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სპეციალური კონკურსის გარეშე, შეიძლება დაინიშნოს: ა) სამინისტროს სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში ტოლფას, მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის (გადაადგილების) დროს; ბ) საჯარო მოსამსახურე/სამოქალაქო პირი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თანამდებობაზე აღდგენის, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას – ტოლფას ან/და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში; დ) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი.

4.თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 24.08.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455820
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა