1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აიყვანება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე და იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან.
2.სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი საკადრო დანაყოფი ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

