1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სააგენტოს მოსამსახურეს, წახალისების ფორმით, სამსახურის გავლის პერიოდში მორიგი წოდება შეიძლება მიენიჭოს ვადაზე ადრე.
2.წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და სააგენტოში ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს მინისტრთან შეთანხმებით. სააგენტოს მოსამსახურისათვის ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების მიზნით, სააგენტოს უფროსი მიმართავს სამსახურის უფროსს.
4.ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე შესაბამისი მოთხოვნით მოსამსახურე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.
5.გამონაკლის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოსამსახურეს შეიძლება ვადამდე მორიგი წოდება მიენიჭოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე.
6.სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება: ა) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა; გ) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 14.12.2021წ.

