საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 41. მოსამსახურის თანამდებობიდან / სამსახურიდან გათავისუფლების / დათხოვნის საფუძვლები

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2.მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან: ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანით ან უამისოდ); ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გამო; ვ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ზ) სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალური კომისიის დასკვნის შესაბამისად, აგრეთვე ამ წესის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით ან 62 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ი) ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ წესის 63 1 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; კ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ლ) გარდაცვალების გამო; მ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ნ) შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მიღების გამო; ო) ატესტაციისას უარყოფითი შედეგების გამო (გარდა გამოსაცდელი ვადით მიღებული პირისა); პ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ჟ) სამსახურის ვადის გასვლის გამო; რ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3.სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან: ა) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ბ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში; გ) შესაბამისი ფიზიკური დონის შემოწმების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო.

4.სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება: ა) სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ბ) სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში; გ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო.

5.მოსამსახურის გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 6 მაისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 24.08.2023წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 8 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 08.05.2025წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ამ მუხლის კონსტიტუციურობა.

  • №1/3/1591,160501.06.2023გადაწყვეტილება(3, „ა“)
    კონსტიტუციურად ცნობილია

    მერაბ მურადაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

    ძალის დაკარგვის თარიღი: 01.06.2023§53§56§142
  • №1/7/159111.06.2021საოქმო ჩანაწერი(3-ის „ა“ ქვეპუნქტი)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455841
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა