1.მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
2.მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ, დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან.
3.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის მოსამსახურის გადაყვანის შემთხვევებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ.

