1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ამავე სამსახურისა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხების ერთობლიობით.
2.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას ამტკიცებს ამავე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან (შემდგომში – სამსახურის უფროსი) შეთანხმებით.
3.საშტატო ნუსხით განისაზღვრება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება.
4.მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურებრივი რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს: ა) მოსამსახურეებისათვის (გარდა სააგენტოს მოსამსახურის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სამსახურის უფროსი; ბ) სააგენტოს მოსამსახურეებისათვის (გარდა სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) - სააგენტოს უფროსი.
5.სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის საფუძველზე მოსამსახურეების კონკრეტული/პერსონალური ფუნქცია-მოვალეობები სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე სამსახურის უფროსის, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 14.12.2021წ. თავი II მოსამსახურის სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ზოგადი შეზღუდვები

