1.მეხანძრე-მაშველი თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი ფიზიკური დონის შემოწმების, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ნორმატიული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველის გათავისუფლებას/დათხოვნას.
2.ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე თავისუფლდება თანამდებობიდან ან/და დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ნორმატიული სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს მოსამსახურის გათავისუფლებას/დათხოვნას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.07.2019წ.

