საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 67. თადარიგის მოწმობა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიუხედავად მისი სტრუქტურული დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან სააგენტოს წარდგინების საფუძველზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2016 წლის პირველი სექტემბრიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად, ეძლევა თადარიგის მოწმობა, სადაც სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „თადარიგის“.

2.თადარიგის მოწმობა არ გაიცემა პირზე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ იქნა დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო ან რომელსაც სახელმწიფო კომპენსაცია შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 07.12.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 10.02.2022წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
657³52106⁵49107181725⁴8⁶455867
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …კოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული კინემატოგრაფი…საქართველოს სახელმწიფო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა