აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.

2.კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.

3.კითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და დაუყოვნებლივ აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. კითხვას უმაღლესი საბჭოს აპარატი ადრესატს გადასცემს არაუგვიანეს 1 დღისა.

4.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანამდებობის პირი, ორგანო და ამ ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი.

5.უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა.

6.კითხვაზე პასუხი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, მისი გამოქვეყნებისას, აღინიშნება ასეთი გადაცილების თაობაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა. 2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი   უნდა   შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. 3. კითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და დაუყოვნებლივ აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. კითხვას უმაღლესი საბჭოს აპარატი ადრესატს გადასცემს არაუგვიანეს 1 დღისა. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანამდებობის პირი, ორგანო და ამ ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.   უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი. 5. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა. 6. კითხვაზე პასუხი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, მისი გამოქვეყნებისას, აღინიშნება ასეთი გადაცილების თაობაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15 (დ…11 (დ…1071131083341319127733126
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა