1.უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს (შემდგომში – ადრესატები).
2.შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი, მისი შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.
3.შეკითხვის ტექსტი ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა.
4.უმაღლესი საბჭოს ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პირადად უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას. პასუხს ხელს აწერს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი.
5.ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი უმაღლეს საბჭოში წარსდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში პლენარული სხდომის დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
6.შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში ადრესატი უმაღლესი საბჭოს წინაშე აღარ წარსდგება.
7.ინტერპელაციის წესით დასმულ ყველა შეკითხვას უნდა უპასუხონ ადრესატებმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დღეს. შეკითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ დროებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლა.
8.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ, შეკითხვის ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთით.
9.შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს განესაზღვრება 10 წუთი.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ეძლევა თითოეულს არაუმეტეს 15 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები, რიგითობის მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე ფრაქციების მიმართვის საფუძველზე. შემდეგ გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს ფრაქციიდან გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.
11.დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს (შემდგომში – ადრესატები).
2. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი, მისი შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.
3. შეკითხვის ტექსტი ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა.
4. უმაღლესი საბჭოს ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პირადად უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას. პასუხს ხელს აწერს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი.
5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი უმაღლეს საბჭოში წარსდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში პლენარული სხდომის დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
6. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში ადრესატი უმაღლესი საბჭოს წინაშე აღარ წარსდგება.
7. ინტერპელაციის წესით დასმულ ყველა შეკითხვას უნდა უპასუხონ ადრესატებმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დღეს. შეკითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ დროებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლა.
8. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ, შეკითხვის ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთით.
9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს განესაზღვრება 10 წუთი.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ეძლევა თითოეულს არაუმეტეს 15 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები, რიგითობის მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე ფრაქციების მიმართვის საფუძველზე. შემდეგ გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს ფრაქციიდან გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.
11. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 იან. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა