Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 133

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 133. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი წესით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

2.მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

3.უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე წარედგინება ბიუროს. ბიურო უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის თაობაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით აღნიშნულ მოთხოვნას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც 5 დღის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას წარუდგენს ბიუროს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში ბიუროს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებასთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადები ემთხვევა უმაღლესი საბჭოს არდადეგებს ან აღნიშნულ პერიოდში არ ესწრება პლენარული სხდომა, დადგენილი წესით მოიწვევა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.

4.უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 21 დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობას უცხადებს მთავრობას.

5.თუ უმაღლესი საბჭო უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

წინა მუხლი 132შემდეგი მუხლი 134

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 132აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
  • 126უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
  • 131აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5¹უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 24უნდობლობის გამოცხადება
  • 17უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები
  • 23მთავრობის დამტკიცება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

  • 4¹აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.
  • 3¹აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 179საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 107უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
241723107114¹3¹5¹132126131179133
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026