საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 179. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს.

2.უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად პარლამენტს ერთდროულად წარედგინება ინიციატორების მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.

3.თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.

4.საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.

5.თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს საქართველოს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. 2. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად პარლამენტს ერთდროულად წარედგინება ინიციატორების მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და  სამთავრობო პროგრამა. 3. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. 4. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი. 5. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს საქართველოს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
724 (დ…575658513389178180213179
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს რესპუბლიკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა