აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 28. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის უმაღლესი საბჭოს წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით. კომიტეტი უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და მუდმივი სუბიექტია.

2.უმაღლესი საბჭოს კომიტეტებია: ა) აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა; ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა; გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა; დ) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა; ე) საფინანსო-­საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა; ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.

3.უმაღლესი საბჭო ახალი კომიტეტის შექმნის ან/და არსებულის გაუქმების/დასახელების ცვლილების საკითხს წყვეტს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანის გზით, რეგლამენტის მიღებისათვის დადგენილი წესით.

4.კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5.კომიტეტების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 4 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8 (და…17 (დ…11 (დ…2131302623894628
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა