Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 29

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 29. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე − უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.

2.კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა რაოდენობის (სრული შემადგენლობის) ნახევარზე მეტი და მათ შორის არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.

3.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთან, არ შეიძლება იყოს გაწევრიანებული 2-ზე მეტ კომიტეტში. უმაღლესი საბჭოს წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია, ხოლო უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შემთხვევაში - უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს (ბიუროს) მიერ კომიტეტში ფრაქციისათვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტის წევრებს.

5.კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს (დროებით სამანდატო კომისიას) და უმაღლესი საბჭოს ბიუროს. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი (დროებითი სამანდატო კომისია) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება უმაღლესი საბჭოს ბიუროს (დროებითი სამანდატო კომისიის) მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.

6.უმაღლესი საბჭოს იმ წევრის კომიტეტში გაწევრება, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს წევრის პირადი განცხადების საფუძველზე.

7.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს კომიტეტის შემადგენლობაში.

8.თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №17-რს. - ვებგვერდი, 25.12.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და   უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე − უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭო. 2.  კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა რაოდენობის (სრული შემადგენლობის) ნახევარზე მეტი და მათ შორის არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. 3. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთან, არ შეიძლება იყოს გაწევრიანებული 2-ზე მეტ კომიტეტში. უმაღლესი საბჭოს წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია, ხოლო უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შემთხვევაში - უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს (ბიუროს) მიერ კომიტეტში ფრაქციისათვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტის წევრებს. 5. კომიტეტში წევრის   წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს (დროებით სამანდატო კომისიას) და უმაღლესი საბჭოს ბიუროს. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი (დროებითი სამანდატო კომისია) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება უმაღლესი საბჭოს ბიუროს (დროებითი სამანდატო კომისიის) მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. 6. უმაღლესი საბჭოს იმ წევრის კომიტეტში გაწევრება, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. 7. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს კომიტეტის შემადგენლობაში. 8. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №17-რს. - ვებგვერდი, 25.12.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 19 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 დეკ. 2024
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 2 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2024
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 51უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
  • 57დროებითი კომისიის შექმნა
  • 49ფრაქციის შექმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 47დროებითი კომისიის შექმნა
  • 28კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 51ფრაქციის შექმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 14 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 28მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13 (დ…14 (დ…224728285157495325129
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026