Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 14

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 14. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, მისი უფლებამოვალეობანი

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლება აქვს: ა) სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ „A ტიპის ინსპექტირების ორგანოს“, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის სფეროს შესახებ; ბ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში აკრედიტებულ ორგანოებს; გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ამ პროექტის მიზნებისათვის დაქირავებულ შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოსთან შეთანხმებით ან კვალიფიციურ პირს, რომელიც ამზადებს პროექტთან დაკავშირებით შეფასებას საპროექტო დოკუმენტაციაზე/დოკუმენტაციის ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული კვალიფიციური პირის (ექსპერტის) კანდიდატურას ითანხმებს სააგენტო და ამ შემთხვევაში, მითითებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გ.ა) ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ.ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ: გ.ბ.ა) 5 წლის სტაჟისა − არქიტექტურული პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.ბ) 10 წლის სტაჟისა − საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.გ) 10 წლის სტაჟისა − კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.დ) 7 წლის სტაჟისა − ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის შეფასების შესადგენად; გ.ბ.ე) 10 წლის სტაჟისა − მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოსთან შეთანხმებით; ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2.სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

3.საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს არქიტექტურული პროექტის „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობის შეფასებას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 11.06.2019წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №246 - ვებგვერდი, 02.08.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №273 - ვებგვერდი, 26.08.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №378 - ვებგვერდი, 25.08.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლება აქვს: ა) სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ „A ტიპის ინსპექტირების ორგანოს“, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის სფეროს შესახებ; ბ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში აკრედიტებულ ორგანოებს; გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ამ პროექტის მიზნებისათვის დაქირავებულ შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოსთან შეთანხმებით ან კვალიფიციურ პირს, რომელიც ამზადებს პროექტთან დაკავშირებით შეფასებას საპროექტო დოკუმენტაციაზე/დოკუმენტაციის ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული კვალიფიციური პირის (ექსპერტის) კანდიდატურას ითანხმებს სააგენტო და ამ შემთხვევაში, მითითებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გ.ა) ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ.ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ: გ.ბ.ა) 5 წლის სტაჟისა − არქიტექტურული პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.ბ) 10 წლის სტაჟისა − საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.გ) 10 წლის სტაჟისა − კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.დ) 7 წლის სტაჟისა − ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის შეფასების შესადგენად; გ.ბ.ე) 10 წლის სტაჟისა − მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოსთან შეთანხმებით; ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული  სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. 2. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 3. საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს არქიტექტურული პროექტის „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობის შეფასებას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 11.06.2019წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №246 - ვებგვერდი, 02.08.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №273 - ვებგვერდი, 26.08.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №378 - ვებგვერდი, 25.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 25 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 25 აგვ. 2025

    მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლებას განსაკუთრებულ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ანიჭებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

  2. 26 აგვ. 2024
  3. 2 აგვ. 2024

    „გ“ ქვეპუნქტში საავტომობილო გზების პროექტის შემფასებლად კვალიფიციურ პირთან ერთად დასაშვებია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო მოთხოვნები ეხება „მითითებულ პირს“. დაემატა „დ“ ქვეპუნქტი „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანოს არარსებობის შემთხვევისთვის.

  4. 11 ივნ. 2019

    მე-14 მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „გ“ ქვეპუნქტი საავტომობილო გზების პროექტისთვის დაქირავებული კვალიფიციური პირის ექსპერტად ყოფნის შესახებ, სააგენტოს თანხმობითა და აკადემიური ხარისხისა და სტაჟის მოთხოვნებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №30

  • 4 ცვლილება · ბოლო 25 აგვ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 13სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მიზანი, სფერო და სახეები
  • 15სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილები და მათი საექსპერტო შეფასების ჩატარების პროცედურა
  • 12სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 99სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების უფლებამოსილების მქონე პირი
  • 119მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა
  • 140სავალდებულო სერტიფიცირება არქიტექტურული საქმიანობისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

  • 3სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირები
  • 2ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 52ექსპერტის უფლება-მოვალეობანი

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 15საექსპერტო კომისია

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 21საზოგადოებრივი ექსპერტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 257ექსპერტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
212575299119140321315121514
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…საქართველოს სისხლის სა…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026