Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 15

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 15. საექსპერტო კომისია

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სააგენტოს უფროსი ამ კანონით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც შექმნიდან  85  სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − 57  სამუშაო დღის ვადაში) ამზადებს შესაბამის საექსპერტო დასკვნას.

2.საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. სააგენტოს უფლება აქვს,  საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

3.საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში სააგენტოსა და მას შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას სააგენტო ახორციელებს მისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან საკუთარი შემოსავლებიდან. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის  ბრძანებით.

4.საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ექსპერტიზა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადება; ბ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

5.საექსპერტო კომისიის წევრი უფლებამოსილია ადგილზე დაათვალიეროს და შეისწავლოს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ადგილზე საექსპერტო კომისიის წევრის შეუფერხებელი გადაადგილება.

6.საექსპერტო კომისია უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

8.საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა სარეკომენდაციოა და მისი გათვალისწინება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულო არ არის. ამასთანავე, სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების თაობაზე უარი უნდა დასაბუთდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №4

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 42საექსპერტო კომისია
  • 43საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ექსპერტიზის დასკვნა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 21საზოგადოებრივი ექსპერტი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 8საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 86განცხადებაში ან საჩივარში მოყვანილი გარემოებების ექსპერტიზა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 14სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, მისი უფლებამოვალეობანი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 52ექსპერტის უფლება-მოვალეობანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 168ექსპერტის უფლებები და მოვალეობები
  • 166ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში
  • 162ექსპერტიზის დანიშვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 21სპეციალისტები და ექსპერტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 257ექსპერტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8621212571681661625242438141315
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ზოგადი ადმ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საექიმო საქმიანობის შე…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026