ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 20 (დანართი 1). გამოყენების სახეობის დასაშვებობის ზოგადი პირობები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია აიკრძალოს ან შეიზღუდოს შესაბამისი ქვეზონისათვის ამ ძირითადი დებულებების მე-6-მე-19 მუხლებით ნებადართული გამოყენების სახეობა ან/და ობიექტები/სივრცეები, თუ იგი მისი მდებარეობით, სივრცითი წყობის, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.

2.ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი ქვეზონისათვის ამ ძირითადი დებულებების მე-6-მე-15 მუხლების მე-3 პუნქტებით დაშვებული საგამონაკლისო მშენებლობა დასაშვებია, თუ იგი მისი მდებარეობით, სივრცითი წყობის, მოცულობითა და ფუნქციური დანიშნულებით არ ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.

3.ნებადართული გამოყენების სახეობის ან/და მე-18-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ობიექტების/სივრცეების გარდა, შესაძლებელია დაემატოს სხვა სახეობა/სივრცე/ობიექტი, თუ იგი მისი მდებარეობით, მოცულობით, სივრცითი წყობის და ფუნქციური დანიშნულებით არ ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას, არსებულ განაშენიანებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.

4.ამ მუხლის მიზნებისთვის, ცალკეული გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ სფეროს და მომიჯნავე კანონმდებლობის მოთხოვნები.

5.ამ დადგენილებით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესით დაშვებული სახეობების გამოყენების  ან კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში კოდექსის მე-100 მუხლით განსაზღვრული  მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო მშენებლობის ნებართვის მაძიებელს განუსაზღვრავს მაკომპენსირებელ ღონისძიებებს.

6.2025 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიებები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) კონსულტაციით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური აქტით და უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პირობებს: ა) ამ დებულებების მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრულ ზონებში საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტების, ასევე კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვროს საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ე. წ. თეთრი კარკასული მდგომარეობით   გადასაცემი  ფართის  ოდენობის შესაბამისი ფასის გადახდით, რომელიც განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილი თვითღირებულების შესაბამისად. საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ფართი განისაზღვროს საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები  განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებით ნამატი ფართის არაუმეტეს 4%-ის ოდენობით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუდიტორული დასკვნა შედგენილი უნდა იყოს იმ აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) – აუდიტის უფლებამოსილება.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის პირობები მოქმედებს 2025 წლის 1 იანვრამდე. 2025 წლის 1 იანვრიდან მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესს, სააგენტოსთან კონსულტაციით, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №403 - ვებგვერდი, 17.10.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
453992103672751519 (დ…15 (დ…5 (და…1 (და…9920 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…წიაღის შესახებგანსაკუთრებული მნიშვნე…კულტურული მემკვიდრეობი…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა