ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 21 (დანართი 1). მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა არსებული განაშენიანების შესაბამისად

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოდექსის 67-ე მუხლის მიზნებისთვის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა ხდება: ა) განაშენიანების თვალსაზრისით მოწესრიგებული ტერიტორიის (მაგ., კვარტალის) კვლევის საფუძველზე მიღებული არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ასეთი ტერიტორიის ნაწილს; ბ) მიწის ნაკვეთის პერიმეტრის 50-მეტრიან რადიუსში მდებარე ტერიტორიის კვლევის საფუძველზე მიღებული არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაურეგულირებელი/მოუწესრიგებელი განაშენიანების ნაწილს (მიწის ნაკვეთის პერიმეტრის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიაში იგულისხმება ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეხებაშია ამ მიწის ნაკვეთის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიასთან).

2.თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ტერიტორიებში არსებული მიწის ნაკვეთი შედის ქალაქთმშენებლობითი გეგმებით დადგენილ სამშენებლო ზონებში/ქვეზონებში, მაშინ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ზონის/ქვეზონის მოთხოვნები, კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

3.თუ მიწის ნაკვეთი იმავდროულად შედის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან მასზე ვრცელდება სხვა დარგობრივი გეგმებით დადგენილი რეჟიმები, მაშინ მასზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა ითვალისწინებდეს ამ ზონის ან/და რეჟიმების მოთხოვნებს.

4.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განაშენიანების არსებული გარემო ქალაქთმშენებლობითი განვითარების თვალსაზრისით არ შეესაბამება ამ ძირითადი დებულებების პრინციპებსა და მიზნებს, მაშინ შესაძლებელია მასში გარკვეული ცვლილების შეტანა, რაც ორიენტირებული უნდა იყოს განაშენიანების არსებული გარემოსათვის შესაფერისი ქვეზონის ტიპზე. თავი III. განაშენიანებისგან თავისუფალი (არასამშენებლო) ტერიტორიები და დამცავი ზონები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
373810367692730285 (და…40 (დ…1 (და…33 (დ…9221 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…კანონი საქართველოს საბ…კულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა