ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 35 (დანართი 1). განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1)

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობის განთავსება.

2.კ-1 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი გამოითვლება: ა) შენობისთვის – მიწისპირა სართულის (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პირველი მიწისზედა სართულის) იატაკის ზედაპირის (არსებობის შემთხვევაში, გადახურული კიბე, გადახურული პანდუსი, ვერანდა, მიწისპირა სართულზე მოწყობილი აივანი, ერკერი) გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელით; ბ) ნაგებობისთვის – მთლიანი ნაგებობის ორთოგონალური პროექციის ფართობის, თუ ნაგებობის საშუალო სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) და მიწის ზედაპირთან შეხებაში მყოფი ნაწილის გარე პერიმეტრის ორთოგონალური პროექციის ფართობის, თუ ნაგებობის საშუალო სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან 1,8 მეტრი, ან მეტია (მეათედის სიზუსტით), მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებლით;

3.კ-1 კოეფიციენტის საანგარიშო (მიწის ნაკვეთის განაშენიანების) ფართობში არ შედის: ა) შენობა-ნაგებობის მიწისქვეშა სართულ(ებ)ი ან მისი ნაწილი; ბ) ქუჩის ზედაპირის დონეზე, შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელი, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს შენობის ძირითადი კონსტრუქციის ნაწილს; გ) მიწისზედა სართულზე მოწყობილი აივანი; დ) სამშენებლო მოედანზე მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობა; ე) შენობათა გამჭვირვალე, წყალგაუმტარი მასალით გადახურული შიდა ეზოები, ზამთრის ბაღები, ფანჩატურები, კ-3-ის მინიმალური მაჩვენებლის დაცვით. ამავე დროს, ამ ნაწილებთან ერთად შენობები არ შეიძლება იკავებდნენ შესაბამისი მიწის ნაკვეთების 70%-ზე მეტს; ვ) ცალკე მდგომი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ი, მათ შორის სათბურები, კ-3-ის მინიმალური მაჩვენებლის დაცვით.

4.ტერასული შენობებისთვის განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი გამოითვლება მიწის ზედაპირთან შეხებაში მყოფი ნაწილის გარე პერიმეტრის ორთოგონალური პროექციის ფართობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38103¹12419269835236 (დ…34 (დ…37 (დ…35 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…განსაკუთრებული მნიშვნე…კულტურული მემკვიდრეობი…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა